Menu

შატო ყვარელი

კუდიგორის ქ. 1ა, ყვარელი
სასტუმრო „შატო ყვარელი“ მდებარეობს ყვარლის ცენტრში, კავკასიონის მთის ძირში, ისტორიული ციხე-გალავნის გვერდით. რამდენიმე წუთის სავალზე შეგიძლიათ ესტუმროთ საინტერესო ღირსშესანიშნაობებს - ილია ჭავჭავაძის, კოტე მარჯანიშვილისა და ფულის მუზეუმებს. ეკლესიებსა და სხვა ისტორიულ ძეგლებს. ველოტურებით კი შეგიძლიათ მოინახულოთ ნეკრესი, გრემი, უძველესი არქეოლოგიური აღმოჩენები და სხვა. „შატო ყვარელი“ კორპორაცია ქინძმარაულის ერთ-ერთი წარმატებული ბრენდია. სასტუმროს ღვინის მარანთან ერთად აქვს სამი რესტორანი - "ქისი ლობი ბარი", „მეფე ლევანის რესტორანი“ და ტრადიციული ქართული რესტორანი "ღვინის ეზო". „შატო ყვარელში“ გაქვთ შესაძლებლობა დაისვენოთ, გაერთოთ, მიირთვათ უგემრიელესი კერძები და რა თქმა უნდა, დააგემოვნოთ ნამდვილი ქართული უნიკალური ღვინო.

მსგავსი შემოთავაზებები

ყველას ნახვა