Menu

პალატი კაფე

პუშკინის ქ. 2, ქუთაისი

პალატი თავის სტუმრებს განსაკუთრებით მეგობრულ გარემოში იღებს და უმასპინძლდება სათუთად შერჩეული ტრადიციული, რეგიონალური წარმოშობის კერძების ორიგინალური გემოებით. უმთავრესია, სტუმარს გაუჩნდეს შეგრძნება: პალატი ჩემი სახლია.

პალატი გთავაზობთ 200 ლარიანი მომსახურების ვაუჩერს 150 ლარად. ვაუჩერის გამოყენება შეგეძლებათ კაფის გახსნისთანავე.

ძველი ქალაქის ულამაზეს ადგილზე, თეთრი ხიდის მიმდებარედ, პალატი გამორჩეულია მყუდრო, ვინტაჟური გარემოთი, ორი ერთმანეთისგან ხასიათობრივად განსხვავებული სართულით, ყვავილებიანი აივნებით და პატარა, კოხტა ეზოთი. პირველი სართულის რომანტიული სივრცე ყოველდღიურად ცოცხალი ჯაზის ნაზი ჰანგებით უმასპინძლდება ქალაქში სტუმრად ჩამოსულთ, მეორე სართულის ჰაეროვანი, ფერადი გარემო მშვიდ და პოზიტიურ განწყობას ქმნის, ხოლო პალატის ღვინის ბარი ექსკლუზიური ღვინოების კოლექციით, კულინარიული და ფოლკლორული მასტერკლასებით საბოლოოდ აკმაყოფილებს პალატის სტუმრების მრავალფეროვან მოთხოვნებს.

https://www.facebook.com/palatyrestaurant