Menu

მოქსი

ზაარბრიუკენის მოედანი, თბილისი

MOXY Marriott International - ის ქოლგის ქვეშ შექმნილი უახლესი, ინოვაციური ბრენდია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან პირველად საქართველოში გაიხსნა!

სასტუმროს კონცეფცია რადიკალურად განსხვავდება თბილისში არსებული სხვა ბრენდებისგან. სასტუმროს მიზნობრივ აუდიტორიას წარმოადგენენ დინამიური, სიახლეზე ორიენტირებული, ტრენდ-სეტერი ახალგაზრდა ბიზნეს მოგზაურები და თავგადასავლების მაძიებელი ტურისტები. ისინი მუდამ ისწრაფვიან ინოვაციებისა და აღმოჩენებისკენ. მათთვის მსოფლიო - აღმოჩენების, თავგადასავლებისა და რაც მთავარია - წარმატების მიღწევის უსაზღვრო შესაძლებლობის მქონე ადგილია. გართობისა და საქმის შეთავსება მათი სტილი და განუყოფელი ნაწილია. 

MOXY - ს სტუმრებს ტრენდები და ტენდენციების მიმდევრობა არ სჭირდებათ, ვინაიდან ისინი თავად ქმნიან მათ.

MOXY - ს მთავარი მისია თავისი სტუმრისთვის დაუვიწყარი შთაბეჭდილებების ჩუქებაა. ამისთვის ის ქმნის ატმოსფერულ, ექსცენტრიულ გარემოს, გეგმავს უამრავ აქტივობას, რათა ერთმანეთს კულტურები და მონათესავე სულები შეახვედროს.

მსგავსი შემოთავაზებები

ყველას ნახვა