Menu

ჰოლიდეი ინნ თელავი

რუსთაველის გამზ. 2, თელავი

Holiday Inn Telavi პირველი ბრენდული სასტუმრო ქ.თელავში, სამი კატეგორიის 85 ნომერით არის წარმოდგენილი.

სასტუმრო განთავსებულია XIX საუკუნის ისტორიულ შენობაში, თელავის ცენტრში, კახეთის რეგიონის დედაქალაქში, რომელიც ცნობილია გამორჩეული ღვინის კულტურით.

სასტუმროს საზოგადოებრივი სივრცეები მოიცავს ინოვაციურ, ღია ლობის კონცეფციას. თანამედროვე და კომფორტული სივრცე აღჭურვილია სამაგიდო თამაშებით, ეკრანებით, იდეალურად მყუდრო გარემოა შექმნილი სტუმრების გასართობად და სამუშაოდ.

რესტორანი და ბარი „იბერიკო“, რომელიც სასტუმროს მეხუთე სართულზეა განთავსებული, გთავაზობთ არა მხოლოდ განსაკუთრებული ევროპულ კერძების მრავალფეროვან მენიუს, არამედ ულამაზესი ალაზნის ველისა და კავკასიონის ხედებს. 

პანორამული ხედები იშლება ასევე სასტუმროს საცურაო აუზიდან. სტუმრებს შეუძლით ისარგებლონ სპა პროცედურებით, საუნით, ორთქლის ოთახით, სავარჯიშო დარბაზით. სასტუმროში განთავსებულია 2 საკონფერენციო დარბაზი.

სასტუმროს ასევე გთავაზობთ ქართულ რესტორანს „ბატონთან“, სადაც თავს ისე იგრძნობთ როგორც საკუთარ სახლში. საშუალება მოგეცემათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ქართული კერძები, რომელიც ადგილობრივი პროდუქტებით მზადდება.

შიდა ინტერიერი ასახავს ბრენდის თანამედროვეობას და ხაზს უსვამს ადგილმდებარეობის და შენობის ისტორიულ მემკვიდრეობას.

სასტუმროს გუნდი იზრუნებს თქვენს კომფორტზე და უზრუნველყოფს თქვენი, საქმიანი თუ დასასვენებელი, მოგზაურობა გახადოს დაუვიწყარი. 

Holiday Inn ბრენდის სასტუმროები გვთავაზობს სრულ მომსახურეობას რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია თავისი კომფორტით, ფასეულობებით, დამოკიდებულებით და მიჩნეულია როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი.


სასტუმრო Holiday Inn Telavi - ში 200 ლარად მომხმარებელი შეიძენს 300 ლარიან ვაუჩერს. ვაუჩერი შესაძლებელია რომ მომხმარებელმა გამოიყენოს Holiday Inn Telavi-ის რესტორნებში Ibérico • იბერიკო და Restaurant Batontan • რესტორანი ბატონთან ან/და ოთახის დასაჯავშნად (ოთახის ფასი განისაზღვრება ჯავშნის პერიოდში გამოცხადებული ფასით, რომელზეც იმოქმედებს ფასდაკლება).

მსგავსი შემოთავაზებები

ყველას ნახვა