Menu

დადარი

ჰუალიგი-თბილისის ზღვის პლაზა, სექტორი D2

სოციალური საწარმო დადარი წარმოადგენს სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე ადამიანებისგან შემდგარ გუნდს. რომელიც ამზადებს, მაღალი ხარისხის ხის ხელნაკეთ სათამაშოებს.

ჩვენი მთავარი სოციალური მიზნია სათამაშოების წარმოებაში გადავამზადოთ და დავასაქმოთ ინტელექტუალური განვითარებისა და ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პირები. რაც მათ აძლევთ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის საშუალებას, ხელს უწყობს მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვან ჩართულობას და შრომითი ბაზრის კონკურენტუნარიან კადრებიად ჩამოყალიბებას. 

"დადარი" მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა ხის ხელნაკეთ სათამაშოებს: ცხოველთა სამყარო, ფრინველთა სამყარო, სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით სათამაშოებს.

სათამაშოების ძირითადი ნაწილი მზადდება მაღალი ხარისხის ნეკერჩხლის და ცაცხვის ხის ჯიშებისგან, ზედაპირი დაფარულია სათამაშოებისთვის განკუთვნილი ცვილნარევი ზეთებით, ლაქით და ეკოლოგიურად სუფთა გერმანული საღებავებით, რომლებიც არ შეიცავენ მძიმე მეტალებს და შეესაბამებიან სათამაშოს უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს.  DIN EN 71

მსგავსი შემოთავაზებები

ყველას ნახვა