Menu

ქორთიარდ მარიოტი

თავისუფლების #4, თბილისი

თბილისის ცენტრალურ მოედანზე თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს სილამაზითა და სიდიდით გამორჩეული შენობა - სასტუმრო „ქორთიად მარიოტი“.  

4-ვარსკვლავიანი სასტუმრო სტუმრებს მაღალი ხარისხის სერვისს სთავაზობს. სასტუმროში განთავსებულია: აუზი, სპორტული დარბაზი, საუნა, რესტორანი, ბარი; სტუმრებს უფასო ინტერნეტითა და მუდამ მომღიმარი პერსონალით ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მოემსახურებიან. სასტუმროში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ნებისმიერი რანგისა და ასაკის სტუმარმა კომფორტულად იგრძნოს თავი, სურვილისამებრ გაერთოს და დაისვენოს; საუკეთესო პირობებია ოჯახური დასვენებისთვისაც. 

აღსანიშნავია, ასევე, სასტუმროს მრავალფეროვანი საუზმე და სამზარეულო, რომელიც ნებისმიერი გემოვნების სტუმარზეა მორგებული. 

გარდა ამისა, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტმა“ სამართლიანად დაიმკვიდრა საქმიანი შეხვედრებისა და საღამოების ორგანიზებისთვის ყველაზე მოსახერხებელი ადგილის სტატუსიც.

მსგავსი შემოთავაზებები

ყველას ნახვა