Menu

ბანგურიანი

მარგიანის N10, მესტია

სასტუმრო „ბანგურიანი“ მდებარეობს ქალაქ მესტიის ცენტრში, შემაღლებულ გორაზე; გარშემორტყმულია უძველესი სვანური კოშკებით, ციხესიმაგრეებითა და დამატყვევებელი ხედებით. „ბანგურიანი“ გაიხსნა 2013 წელს იმ მიზნით, რომ მესტია ტურისტებისთვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებად, ხოლო ქართველებისთვის კიდევ უფრო ახლობელ ადგილად ექცია. 

36-ნომრიანი სასტუმრო კოტეჯური ტიპისაა, რაც სტუმრისთვის მშობლიური სახლის, სითბოსა და სიმყუდროვის შეგრძნებას იწვევს. „ბანგურიანის“ ყოველი ნომრიდან განსაკუთრებული ხედი იშლება, რომელიც წელიწადის ოთხივე სეზონზე განსხვავებულად მიმზიდველია. ყოველი მხრიდან მოსჩანს 3838 მეტრი სიმაღლის მთა ბანგურიანი, რომლის სახელწოდებასაც ატარებს სასტუმრო. შენობას გარს აკრავს ეზო, რაც განსაკუთრებით კომფორტულია ოჯახური დასვენებისთვის. სასტუმროში მდებარეობს რესტორანი, სადაც შეძლებთ დააგემოვნოთ, როგორც ტრადიციული სვანური, ასევე ევროპული კერძები. ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ მაღალი სტანდარტის მომსახურებას, სივრცეს, რომელიც უსაფრთხოა ყოველი მხრიდან და აღჭურვილია დაცვის 24-საათიანი სისტემით. 

მსგავსი შემოთავაზებები

ყველას ნახვა