Menu

სასტუმრო ალაზნის ველი

ალაზნის გამზ., №75, თელავი

სასტუმრო "ალაზნის ველი" მდებარეობს ქალაქ თელავში, ცენტრიდან 1-კმ დაშორებით. სასტუმრო მოიცავს 50 ნომერს, ბიზნეს ცენტრს, ტერასას და საუკეთესო ქართულ რესტორანს, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული ქართული კერძები და ქართული ღვინო. სასტუმროს ბიზნეს ცენტრში არსებული თანამედროვე ტიპის საკონფერენციო დარბაზები აღჭურვილია ყველა საჭირო საოფისე ტექნიკით. დარბაზები შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა შეხვედრების, კონფერენციების და ტრენინგების ორგანიზებისთვის. 

სასტუმროს ეზოში განთავსებულია ტერასა, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ და ისიამოვნოთ ალაზნის ველის და კავკასიონის უმშვენიერესი ხედებით. 

სასტუმრო „ალაზნის ველი“ გამოირჩევა ყურადღებიანი პერსონალით, რომელიც ზრუნავს თქვენს კომფორტსა და ბედნიერ დასვენებაზე.

სასტუმრო „ალაზნის ველი“ გთავაზობთ ფასდაკლებას ნომრის დასაჯავშნად. ნომრის ფასი განისაზღვრება ჯავშნის პერიოდში გამოცხადებული ფასით, რომელზეც იმოქმედებს ფასდაკლება.

მსგავსი შემოთავაზებები

ყველას ნახვა