Menu

ვებ გვერდის მოხმარების წესები და პირობები


როდესაც ჩვენი ვებ-საიტის მოდულებითა და მომსახურებით სარგებლობთ, ინფორმაციის მიმოცვლა ხდება საიტსა და მომხმარებელს შორის. ეს გვერდი განკუთვნილია იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ საიტის გამოყენების წესები, თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება, საიტზე პროდუქციის განთავსების და შეძენის პირობები. საიტზე დარეგისტრირებით და/ან მმართველი კომპანიის მომსახურების გამოყენებით და/ან „ვეთანხმები პირობებს“ უჯრის (ან ნებისმიერი სხვა ფორმულირების) მონიშვნით თქვენ თანხმობას აცხადებთ წინამდებარე წესების სრულად და უპირობოდ დაცვაზე. აღნიშნული წესები ხდება თქვენსა და კომპანიას შორის ურთიერთობის ფარგლებში სავალდებულოდ გათვალისწინებული და ენიჭება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული მნიშვნელობა.

თქვენს მიერ გაცემულ და ჩვენ მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით არსებულ პროცესთან და მის წესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღბად გაეცანით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტები ამ წესებისა და მხარეთა შორის არსებული გარიგების განუყოფელი ნაწილია და მინიჭებული აქვს იდენტური სამართლებრივი სტატუსი.

  1. ტერმინების განმარტება

    საიტი - ვებ გვერდი www.argacherde.ge

    მმართველი კომპანია - ვებ გვერდის www.argacherde.ge-ს მფლობელი კომპანია, სს „ექსტრა არეა“ (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული სააქციო საზოგადოება, ს/კ: 402129763).

    მომხმარებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს საიტის ფუნქციებს, რაც მოიცავს საიტზე პროდუქციის განთავსებას, ძიებას და შეძენას

    მყიდველი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს პროდუქციის შეძენას საიტის მეშვეობით.

    გამყიდველი -  ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საიტის მეშვეობით ყიდის პროდუქციას.

    განცხადება - საიტზე განთავსებული ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის (რაც მოიცავს ნებისმიერ მომსახურებას და ნივთს) შესახებ.

    პროდუქცია - საიტის მეშვეობით გასაყიდად შეთავაზებული ნებისმიერი მომსახურება ან ნივთი.

    ავტორიზებული გამყიდველი -  იურიდიული პირი, რომელიც საიტის მეშვეობით პროდუქციას ყიდის როგორც საიტზე რეგისტრაციის, ასევე მმართველ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიმართაც საიტზე შემოთავაზებულია დამატებითი მომსახურებები, როგორიც შესაძლოა იყოს მაგ.: განვადება, გარანტია, მიტანის სერვისი. როდესაც მმართველი კომპანია მოქმედებს როგორც გამყიდველი, ის ასევე უფლებამოსილია იმოქმედოს როგორც ავტორიზებულმა გამყიდველმა. თუ ტექსტი პირდაპირ არ მიუთითებს ავტორიზებულ გამყიდველზე/სხვაგვარ წესს არ ადგენს ავტორიზებულ გამყიდველთან მიმართებით, მითითება „გამყიდველზე“ მოიცავს „ავტორიზებულ გამყიდველსაც“.
     
  2. ზოგადი პირობები

    1. წინამდებარე მოხმარების წესებით დადგენილი პირობები არეგულირებს მმართველი კომპანიის საიტით სარგებლობის პირობებს. ავტორიზებულ გამყიდველსა და მმართველ კომპანიას შორის ურთიერთობა დამატებით დარეგულირდება ხელშეკრულებით, რომელსაც, წინამდებარე პირობებთან შეუსაბამობისას, უპირატესი ძალა ექნება ავტორიზებულ გამყიდველსა და მმართველ კომპანიის ურთიერთობასთან მიმართებით.
    2. მომხმარებლის მიერ საიტზე შესვლა (ავტორიზაცია/რეგისტრაცია) და საიტიდან ინფორმაციის მიღება ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი თანახმაა დაიცვას წინამდებარე მოხმარების წესებით დადგენილი პირობები და ასევე კონკრეტული პროდუქციის შესაბამის აღწერაში მითითებული წესები.
    3. საიტით მომსახურება განკუთვნილია მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც რომელიმე მოქმედი იურისდიქციის კანონმდებლობით არ ეკრძალებათ ან ეზღუდებათ მომსახურების მიღება ინტერნეტით. მმართველი კომპანია არ აპირებს მომხმარებლებს დაარღვევინოს ნებისმიერი მოქმედი კანონი. საიტის მოხმარებით მომხმარებლები თანხმობას იძლევიან, რომ მათ მიერ მომსახურების გამოყენება შესაბამისობაშია ყველა მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციის და დებულების, მათ შორის საგადასახადო, წესებთან. მმართველი კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ მომსახურების უკანონო ან არაავტორიზებულ გამოყენებაზე. მომხმარებელი პასუხისმგებელია გადაამოწმოს მისი იურისდიქციის შესაბამისი კანონმდებლობა საიტზე დარეგისტრირებამდე და მომსახურების მიღებამდე.
    4. მმართველი კომპანია უფლებამოსილია, მომხმარებლების წინასწარი თანხმობის გარეშე, შეიტანოს ცვლილებები მოხმარების პირობებსა და წესებში. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მმართველი კომპანია განაახლებს წინამდებარე წესებს და შეცვლის ბოლო განახლების თარიღს. მოდიფიცირებული წესები ძალაში შედის საიტზე გამოქვეყნების შემდეგ. მომხმარებელი პასუხისმგებელია პერიოდულად ეწვიოს საიტს და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოს მოხმარების პირობებსა და წესებს. წესებში ცვლილებების შეტანის შემდეგ საიტით სარგებლობის გაგრძელება/სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა ცვლილებებს.
    5. საიტით სარგებლობისას მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ მმართველმა კომპანიამ დაამუშავოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად.
    6. მომხმარებელს არ აქვს უფლება მესამე პირს გაანდოს საკუთარი ანგარიშის სახელი და პაროლი. ამგვარი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს პაროლი. კომპიუტერსა და ნებისმიერ სხვა აპარატზე და ინტერნეტზე წვდომის ლოკაციაზე ანგარიშის სახელისა და პაროლის უსაფრთხოებაზე, ასევე მომხმარებლის სახელის კომბინაციის, რაიმე ვირუსის ან ვირუსული პროგრამის საფუძველზე, „გატეხვაზე“ და ნებისმიერ დანაკარგზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ განუცხადოს მმართველ კომპანიას ანგარიშის ნებისმიერი შესაძლო გატეხვის მცდელობაზე ან უსაფრთხოების დარღვევაზე.
    7. თითოეული პროდუქციის მახასიათებლები, მასთან დაკავშირებული ვადები (რაც შეიძლება მოიცავდეს გამოყენების ვადას) ან/და ნებისმიერი სხვა ტიპის ლიმიტაციები მოცემულია პროდუქტისა და მისი გამყიდველი კომპანიისათვის განკუთვნილ სპეციალურ გვერდზე (პლატფორმის შესაბამის ველში). მომხმარებელი წინასწარ არის ინფორმირებული პროდუქტის ნებისმიერ და ყველა მახასიათებელზე, ასევე იმ კომპანიაზე, ვისაც შეკვეთის გაფორმების მომენტში ეკუთვნის პროდუქტი. შეკვეთის გაფორმების შემდგომ, პროდუქტთან დაკავშირებული ყველა რისკი გადადის მომხმარებელსა და მის გამყიდველ კომპანიაზე.
    8. მომხმარებელმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოს საიტი იმგვარად, რაც ხელყოფს მმართველი კომპანიის ან ნებისმიერი მესამე მხარის მფლობელობაში არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. ვებ-გვერდის კონტენტის ნებისმიერი რეპროდუქცია, განცხადება, გავრცელება ან ხელახლა გავრცელება, სრულად ან ნაწილობრივ, ნებისმიერი საშუალებით (მათ შორის, ქეშირება, შექმნა), გაყიდვა, გადაყიდვა, განმეორებითი გადაცემა ან მესამე მხარეებისთვის ხელმისაწვდომობა აკრძალულია. იმ შემთხვევაში, თუკი შესაძლებელია მომსახურების ფარგლებში რაიმე მასალის გადმოწერა ან ბეჭდვა, მაშინ ასეთი მასალის გადმოწერა შესაძლებელია მხოლოდ ერთ აპარატზე (და შესაძლებელია წერილობით ფორმაში ბეჭდვა) და მხოლოდ მომხმარებლის პერსონალური, არაკომერციული გამოყენებისთვის.
    9. ინტეგრირებული მომსახურების (როგორიცა მაგ. განვადება, სესხის დამტკიცება და ა.შ) მომწოდებლების პირობები ავსებს წინამდებარე პირობებს მანამ, სანამ ისინი არ ეწინააღმდეგებიან წინამდებარე პირობებს. ნებისმიერი ასეთი ინტეგრირებული მომსახურების გამოყენებით, მომხმარებელი ეთანხმებადა პასუხისმგებელია ასეთი პირობების დაცვაზე. წინამდებარე მომსახურების პირობებსა და ნებისმიერი სხვა ინტეგრირებული მომსახურების პირობებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, წინამდებარე პირობებს მიენიჭება უპირატესობა მმართველ კომპანიასა და მომხმარებელს შორის ნებისმიერი სამართლებრივი ურთიერთობისას.
       
  3. მმართველი კომპანიის უფლებები და მოვალეობები
    1. მმართველი კომპანია არ ერევა არც ერთი მოლაპარაკების შინაარსსა და პირობებში რომელიც გამყიდველსა და მყიდველს შორის მიმდინარეობს. მმართველი კომპანია წარმოადგენს შუამავალს გამყიდველსა და მყიდველს შორის. მმართველი კომპანია არ არის არც ერთი განცხადების ავტორი, ორგანიზატორი, თანამონაწილე, გამყიდველი, მყიდველი ან მრჩეველი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის მოქმედებს როგორც გამყიდველი. იმ ურთიერთობასთან/პროდუქციასთან მიმართებით, რომლის მიმართაც მმართველი კომპანია მოქმედებს როგორც გამყიდველი, მასზე წინამდებარე წესები გავრცელდება იმგვარად, როგორც გავრცელდებოდა გამყიდველზე.
    2. მმართველი კომპანია უზრუნველყოფს, თითოეული განცხადების შინაარსის გათვალისწინებით, განცხადების შესაბამის კატეგორიაში განთავსებას.
    3. მმართველი კომპანია არ იძლევა გარანტიას და პასუხს არ აგებს საიტზე განთავსებულ განცხადებაში მითითებული პროდუქციის უფლებრივ/ნივთობრივ ნაკლზე, ხარისხზე, უსაფრთხოებაზე და აღწერაში მითითებულ ინფორმაციასთან შესაბამისობაზე/სიზუსტეზე.
    4. წინამდებარე ვებ გვერდის მოხმარების წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში მმართველი კომპანია უფლებამოსილია წაშალოს შესაბამისი ან ყველა განცხადება და დაბლოკოს დამრღვევი მომხმარებლის IP მისამართი. მომხმარებლისთვის საიტზე წვდომის შეზღუდვისას მმართველი კომპანია/საიტის ადმინისტრაცია უფლებამოსილია მომხმარებელს არ დაუბრუნოს ანგარიშზე არსებული ვირტუალური ბალანსის შესაბამისი თანხა. ანგარიშზე არსებული ვირტუალური ბალანსის შესაბამისი თანხა მომხმარებელს ასევე არ უბრუნდება, თუ მომხმარებელი ნებაყოფლობით გააუქმებს რეგისტრაციას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მომხმარებელი თავადაა პასუხისმგებელი რეგისტრაციის ნებაყოფლობით გაუქმებამდე გახარჯოს გამოუყენებელი ბალანსი. წინამდებარე წესებზე დათანხმებით მომხმარებელი უარს აცხადებს მმართველი კომპანიისადმი მომავალში აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზიების გამოთქმაზე, ნებისმიერ მოქმედ კანონზე დაყრდნობით.
    5. ნებისმიერი განცხადება, რომელიც საიტზე მოხმარების წესების დარღვევით განთავსდება, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, დაიბლოკება მომხმარებლის IP მისამართი.
    6. საიტზე უფასოდ დაშვებულზე მეტი რაოდენობით განცხადების განთავსების მიზნით ერთი და იმავე პირის მიერ სხვადასხვა მომხმარებლის სახელით განცხადების განთავსების შემთხვევაში მმართველი კომპანია/საიტის ადმინისტრაცია უფლებამოსილია წაშალოს ყველა განცხადება და დაბლოკოს ამ პირის IP მისამართი.ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტში აღნიშნული ქმედებით კომპანიას მიადგა მატერიალური ან/და არამატერიალური (რეპუტაციული) ზიანი, კომპანია უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება სრულად.
    7. მმართველი კომპანია ვალდებულია შეასრულოს მომხმარებლის მიერ ფასიანი (პრემიუმ) სერვისებით სარგებლობისთვის დადგენილი პირობები (მათ შორის მომხმარებლის ანგარიშზე ვირტუალური ბალანსის შესავსებად თანხის ჩარიცხვა), რომელიც აღწერილია შესაბამისი სერვისის გვერდზე.
    8. მმართველი კომპანია ან/და საიტის ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული განცხადების ლეგალურობაზე. თუმცა მმართველი კომპანია/საიტის ადმინისტრაცია უფლებამოსილია არ განათავსოს ან დაუყოვნებლივ წაშალოს განცხადებები, ან შეუზღუდოს მომხმარებელს საიტზე წვდომა, თუ:
      1. ერთი და იგივე მომხმარებელი განათავსებს ორ ან მეტ იდენტურ განცხადებას.
      2. განცხადება არის მცდარი, არაზუსტი და მომხმარებელი შეჰყავს შეცდომაში.
      3. შეიცავს ინფორმაციას მოპარული, ან სხვაგვარად არაკანონიერი გზით მოპოვებული პროდუქციის შესახებ. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნებისთვის, მმართველი კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ნივთის საიტზე განთავსებისას გამოიძიოს ან დამატებითი კვლევა ჩაატაროს ნივთის კანონიერი ფლობის შესახებ, თუმცა ეს პუნქტი გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ მისთვის ნებისმიერი წყაროდან ცნობილი გახდება ამგვარი გარემოების შესახებ. ასეთ შემთხვევაში მმართველი კომპანია/ადმინისტრაცია უფლებამოსილია ერთპიროვნულად დაუყოვნებლივ ისარგებლოს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განთავსებაზე უარის, წაშლის ან წვდომის შეზღუდვის უფლებით და მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაწყვიტოს ერთპიროვნულად მისცეს თუ არა მომხმარებელს უფლება განათავსოს/განაახლოს განაცხადი/დაიბრუნოს წვდომა, თუ მომხმარებელი მას დოკუმენტაციით ან სხვა ლეგიტიმური საშუალებით დაუმტკიცებს, რომ პროდუქცია მას კანონიერად ეკუთვნის.
      4. ლახავს მესამე პირთა მატერიალურ და არამატერიალურ უფლებებს.
      5. არის შეურაცხმყოფელი და რაიმე ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციული შინაარსის.
      6. შეიცავს განცხადების ობიექტისგან განსხვავებულ აღწერას.
      7. შეიცავს პორნოგრაფიულ, თამბაქოსთან ან ალკოჰოლთან ან საიტის ადმინისტრაციის მიერ განთავსებისას ნებისმიერ ავტომატურად დაბლოკვად პროდუქციასთან დაკავშირებულ შინაარსს.
      8. არღვევს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პირობებს.
         
  4. რეგისტრაციის/საიტზე ავტორიზაციის წესები

    1. მომხმარებელი რეგისტრაციას გაივლის საიტზე რეგისტრაციის გვერდზე მითითებული წესების დაცვით.
    2. რეგისტრაციის გამარტივების მიზნებისთვის, საიტი იძლევა შესაძლებლობას, რომ მომხმარებელმა საიტზე ავტორიზაცია გაიაროს საბანკო ანგარიშის/საბანკო ბარათის მეშვეობით.
    3. მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას მიუთითოს რეალური მონაცემები. რეგისტრაციისას სხვა პირის მონაცემების მითითება აკრძალულია. ასეთი შემთხვევის არსებობისას, მმართველი კომპანია უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.
       
  5. განცხადების განთავსება

    1. საიტზე განცხადების განთავსებისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა და საიტის მოხმარების წესებზე დათანხმება, რაც მოიცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაზე დათანხმებასაც.
    2. მომხმარებლის მიერ საიტზე განთავსებული განცხადების შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
    3. განცხადების განთავსებით მომხმარებელი ადასტურებს რომ მას აქვს პროდუქციის რეალიზაციის უფლება.
    4. საიტზე განცხადების განთავსების უფლება აქვს ნებისმიერ იურიდიულ ან 18 წელს მიღწეულ ფიზიკურ პირს.
    5. მომხმარებელი ვალდებულია ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის შესახებ განცხადებაში განათავსოს განცხადების განთავსების შესაბამის გვერდზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით. გასაყიდი პროდუქცია სრულიად უნდა შეესაბამებოდეს განცხადებაში განთავსებულ აღწერას. იმ შემთხვევაში, თუ მითითებული მახასიათებლები არ შეესაბამება პროდუქტს და ამ ფაქტით კომპანიას მიადგა მატერიალური ან/და არამატერიალური (რეპუტაციული) ზიანი, მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას აუნაზღაუროს აღნიშნული ზიანი სრულად.
    6. საიტზე ერთ მომხმარებელს შეუძლია განათავსოს თვეში 10 უფასო განცხადება. 10 უფასო განცხადების შემდეგ ყოველი მომდევნო განცხადების განთავსების ღირებულება შეადგენს 10 თეთრს. ამასთან, დაუშვებელია განცხადებების დუბლირება. ყოველი განცხადების შინაარსობრივი ნაწილი უნდა განსხვავდებოდეს.
    7. განცხადება საიტიდან წაიშლება განთავსებიდან 30 დღის შემდეგ, თუ მომხმარებელმა არ განაახლა (განახლება შესაძლებელია საიტზე „განახლების“ ფუნქციის გამოყენებით) განცხადება.
    8. ფასიანი მოდულების/სერვისების შესახებ ინფორმაცია და პირობები განთავსებულია საიტის შესაბამის გვერდზე.
    9. მომხმარებელი ვალდებულია განცხადება საიტზე განათავსოს საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე საიტის მოხმარების წესების დაცვით.
    10. გამყიდველს ეკრძალება განცხადებაში მითითებულისაგან განსხვავებული პროდუქციის განთავსება/რეკლამირება, ან განცხადებაში სხვა საიტის მისამართის მითითება. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, კომპანიას უფლება აქვს წაშალოს ყველა მსგავსი განცხადება ან/და დაბლოკოს მომხმარებელი. ასევე, თუ ქმედებით კომპანიას მიადგა მატერიალური ან არამატერიალური (რეპუტაციული) ზიანი, გამყიდველი ვალდებულია აანაზღაუროს აღნიშნული ზიანი სრულად.
    11. გამყიდველი იღებს სრულ პასუხისმგებლობას საიტზე მის მიერ განთავსებული განცხადების ლეგალურობაზე, განთავსებული პროდუქციის ნებისმიერ უფლებრივ/ნივთობრივ ნაკლზე, ხარისხზე, უსაფრთხოებაზე და აღწერაში მითითებულ ინფორმაციასთან შესაბამისობაზე/სიზუსტეზე.
       
  6. პროდუქციის ყიდვა

    1. პროდუქციის შესასყიდად მომხმარებელი უნდა მიჰყვეს პროდუქციის შესაბამის გვერდზე განთავსებულ ინსტრუქციას.
    2. პროდუქციის შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს განვადებით თუ შესაბამისი მითითებაა პროდუქციის წესების/აღწერის გვერდზე. ასეთ შემთხვევაში განვადებით ხელშეკრულება იდება პარტნიორ ბანკსა და მყიდველს შორის.
    3. საიტის მეშვეობით პროდუქციის შესყიდვის შესაბამისი ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი პროდუქციის წესებში/აღწერაში მითითებული წესით.
    4. მმართველი კომპანია არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას და არ გასცემს არანაირ გარანტიას საიტის მეშვეობით შეთავაზებულ პროდუქციაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის მოქმედებს როგორც გამყიდველი. იმ შემთხვევაში, თუ თავად გამყიდველი ავრცელებს გარანტიას შესასყიდ პროდუქტზე, ამგვარი მითითება აისახება საიტზე შესაბამის ველში.
       
  7. არასრულწლოვანი პირები

    ვებგვერდის სერვისები არ არის შექმნილი ან გამიზნული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, პირებისთვის, რომელთაც რომელიმე იურისდიქციით სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით არ მიუღწევიათ კანონიერი თანხმობის ასაკამდე („კანონით სრულწლოვანი“). თუ თქვენ არ ხართ კანონით  სრულწლოვანი პირი, თქვენ არ გაქვთ უფლება ჩამოტვირთოთ ან ისარგებლოთ სერვისებით ან მოგვაწოდოთ პერსონალური ინფორმაცია. 

    ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ვიქონიოთ წვდომა და შევამოწმოთ თქვენგან მიღებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის გახდება ცნობილი, რომ ინფორმაციის გაზიარება მოხდა მომხმარებლის მიერ, რომელსაც არ მიუღწევია სრულწლოვანების ასაკამდე,  ჩვენ უფლება გვაქვს არ გავითვალისწინოთ ეს ინფორმაცია. თუ თქვენ გაქვთ მიზეზი ივარაუდოთ, რომ ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარება მოხდა არასრულწლოვანი პირის მიერ, გთხოვთ, გვაცნობოთ ამის შესახებ.
     
  8. სხვა პირობები
    1. საიტის მეშვეობით პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა პირობა (მათ შორის მიტანის/დამონტაჟების პირობები (ასეთის არსებობისას) მითითებული იქნება პროდუქციის წესების/სრული აღწერის გვერდზე და სავალდებულო იქნება წინამდებარე პირობებთან ერთად როგორც გამყიდველისთვის, ასევე მყიდველისთვის.